ხშირად დასმული კითხვები
1რა არის სწავლის ღირებულება?⌄
პროგრამის ყოველთვიური საფასური შეადგენს 125 ლარს.
2შესაძლებელია თუ არა ფასდაკლების მიღება?⌄
დიახ, ორი ან მეტი ბავშვის (მეგობრების, ნათესავების ან დედმამიშვილების) ერთად რეგისტრაციის შემთხვევაში მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება მთელი კურსის განმავლობაში.
ფასდაკლებით სწავლის საფასური შეადგენს 100 ლარს თითო ბავშვზე.
3ტარდება თუ არა საცდელი გაკვეთილი?⌄
დიახ, პირველი გაკვეთილი უფასოა, რის შემდეგაც თქვენ თავად გადაწყვეტთ, გსურთ თუ არა პროგრამის გაგრძელება.
4რა არის საჭირო სწავლის დასაწყებად?⌄
სწავლის დასაწყებად საჭიროა წიგნი და აბაკუსი. მათი შეძენა ხდება სწავლის დაწყებამდე და ღირებულება შეადგენს 40 ლარს (საკურიერო მომსახურების ღირებულების გარეშე).
5საჭიროა თუ არა ახალი წიგნის შეძენა ყოველი დონისთვის?⌄
დიახ, ყოველი ახალი დონისთვის საჭიროა შესაბამისი სასწავლო წიგნი, რომლის ღირებულება შეადგენს 30 ლარს.
6შეიძლება თუ არა ბავშვის მიერ გაცდენილი გაკვეთილის აღდგენა?⌄
დიახ, ერთი დონის განმავლობაში მოსწავლეს შეუძლია ერთი გაცდენილი გაკვეთილის აღდგენა. სხვა გაცდენილი გაკვეთილების აღდგენა აღარ ხდება.
თუმცა, ჩვენი მასწავლებლები ითვალისწინებენ ინდივიდუალურ სიტუაციებს და უზრუნველყოფენ, რომ მოსწავლემ არ გამოტოვოს სწავლისთვის მნიშვნელოვანი მასალა.